Untitled Document 
ფაკულტეტის სიახლეები

05 ივნისი 2010 წელი
ბიოლოგიის დეპარტამენტმა ტრადიციულად აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. მოეწყო გასვლითი ვორქ-შოპი მტირალას ეროვნულ პარკში თემაზე: ,,საქართველოს დაცული ტერიტორიები“.

მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში პარკის დირექციის თანამშრომლებმა გამართეს პრეზენტაცია. ეროვნული პარკის დირექტორმა ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და დეკანს საჩუქრად გადასცა მაისური და ქუდი. შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს მტირალას ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი, სადაც ღია ტერასაზე ბუნების წიაღში გაიმართა ვორქ-შოპი და სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელელებით. ბოლოს მოეწყო ეროვნული პარკის ბილიკზე გასვლა -,,მწვანე ტური“.

        

04 ივნისი 2010 წელი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში - ,,მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა“. აქცია მოაწყო ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა. მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა ორგანიზებული იყო ბრიტანეთის გლობალური პარტნიორობის პროგრამის მიერ.

      

02 ივნისი 2010 წელი
2 ივნისს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი შეხვდა პირველი კურსის სტუდენტებს და კიდევ ერთხელ განუმარტა მათ საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა და სპეციალობის არჩევის პრინციპები

      

02 ივნისი 2010 წელი
2 ივნისს ბიოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო პოპულარული სემინარების ციკლს ,,თანამედროვე მიღწევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“. პირველი შეხვედრა შედგა თემაზე:,, 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში“. ბიოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ალფრედ ბერნჰარდ ნობელისა და 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების შესახებ, რომლებმაც ეს ჯილდო დაიმსახურეს ნაშრომისათვის ,,როგორ იცავს ტელომერა ქრომოსომას და ფერმენტი ტელომერაზა“.

        

01 ივნისი 2010 წელი
1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს ბიოლოგიის დეპარტამენტის ტუტორებისა და სტუდენტების ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო აქცია მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში დევიზით: ,, ვაჩუქოთ ერთი ნათელი დღე პატარებს“ . კარგი იქნებოდა ასეთი შეხვედრები ხშირად ეწყობოდეს, მათ ხომ ყოველდღიური სითბო და ყურადღება სჭირდებათ.

      

28 მაისი 2010 წელი
21–28 მაისს რსუ–ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ინიციატივით განხორციელდა პროექტი “რსუ სტუდენტის თვალით”. პროექტი დააფინანსა სტუდენტურმა თვითმმართველობამ. პროექტი მიზნად ისახავდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების გაცნობას მოსწავლეებისათვის. რეკლამირებაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, სულ – 20 სტუდენტმა. პრეზენტაცია ჩატარდა აჭარის რაონებში: ქედაში, შუახევში, ხულოში. ესწრებოდნენ პედაგოგები და მოსწავლე ახალგაზრდობა.

        

04 მაისი 2010 წელი
ბიოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდა სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია. აღნიშნული პროგრამები წარადგინეს ყოფილმა მაგისტრებმა და დოქტორანტებმა, რომლებმაც თავიანთი შეხედულება გაუზიარეს მეოთხე კურსის სტუდენტებს.

      

03 მაისი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს...სრულად »

25 აპრილი 2010 წელი
ბიოლოგიის დეპარტამენტის ტუტორების (ლალი ჟღენტი, სოფიკო ცქვიტინიძე), სპეციალისტის (თეა ქოიავა) და სტუდენტების ორგანიზებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო საქველმოქმედო აქცია სათნოების სახლში, დევიზით ,, ჩვენც დავბერდებით“.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ერთი ჩვეულებრივი დღე სათნოების სახლის მოხუცებს სასიამოვნო მოგონებათ უქციეს.

        

22 აპრილი 2010 წელი
ბიოლოგიის დეპარტამენტმა 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღე ტრადიციულად აღნიშნა. გაიმართა სტუდენტური ვორკ შოპი ,,დედამიწა–ჩვენი პლანეტა“, რომელიც დასრულდა ინტელექტუალური თამაშით რა? სად? როდ? სადაც უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა წინააღმდეგ თამაშობდნენ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ასევე, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ბულვარის გამწვანებაში და დარგეს წიწვოვანი მცენარეები.

      

20 აპრილი 2010 წელი
2010 წლის 20 აპრილს №402 აუდიტორიაში გაიმართა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა. ქიმიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა მადონა კეჟერაძემ და ფიზიკის სპეციალობის III კურსის სტუდენტმა თამუნა კობახიძემ წარმოადგინეს ფიზიკის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ინდივიდუალურ-შემოქმედებით კონკურსში „ფიზიკა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი“ გამარჯვებული თემები: „ვარსკვლავები და ნისლეულები“ და „დიდი აფეთქების თეორია“. საუკეთესო ნაშრომების წარმოდგენისათვის ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა კონკურსანტებს გადასცა სიგელები, ხოლო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფ. ნუგზარ ღომიძემ კი - ფიზიკის დეპარტამენტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებს მათ მომავალ წარმატებებს.

        

12 მარტი 2010 წელი
საბუნებისეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირება დაიწყო საფაკულტეტო ბიბლიოთეკამ, რომელიც პირველ ეტაპზე შეივსო პროფესორების მიერ ნაჩუქარი წიგნებით. ბიბლიოთეკის გახსნას ესწრებოდნენ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძრვანელი. შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა თავისი წიგნები, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფაკულტეტს კომიუტერული ტექნიკისა და წიგნადი ფონდის შევსებას შეპირდა....სრულად »

        

06 მარტი 2010 წელი
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ინიციატივით აღინიშნა სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ შაქრო ფალავანდიშვილის 70 წლის იუბილე. Kიუბილეს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორატის და დეპარტამენტების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის, ანასეულის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლები და სტუდენტები....სრულად »

05 მარტი 2010 წელი
5 მარტს, ჰამბურგის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ერვინ და გერტრუდა ჰირშმანები და პიტრ ოლევი შეხვდნენ რექტორის მოადგილეს, პროფ. შორენა მახაჭაძეს და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლებს. აღნიშნული სააგენტო მუშაობს ჩვენი რეგიონის ეკოლოგიური მონიტორინგის საკითხებზე. ისინი შემოვიდნენ ინიციატივით, უნივერსიტეტი ჩაერთოს ამ საქმიანობაში. ფაკულტეტის პროფესორების მიერ შეთავაზებული იქნა ეკოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტთა კვლევებში ჩართვა და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

        

12 თებერვალი 2010 წელი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა. ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ოცდათორმეტმა კურსდამთავრებულმა საატესტაციო კომისიების წინაშე წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომები ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის და გეოგრაფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

        

13 იანვარი 2010 წელი
ტრადიცია გრძელდება
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისა და მახინჯაურის ჩვილ ბავშთა სახლის აღსაზრდელთა შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა. ბავშვები დიდ ხალისით ეგებიბიან მათთვის უკვე კარგად ნაცნობ სახეებს. წელსაც, ფაკულტეტზე შეკრებილი შემოწირულობებით ხელდამშვენებულმა პირველკურსელებმა და მათმა ტუტორებმა ჩვილ ბავშთა სახლის აღსაზრდელებს ახალი წელი მიულოცეს და კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.

        

10 დეკემბერი 2009 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალიზირებულ სადისერტაციო საბჭოზე მიმდინარე წლის 12 დეკემბერს 12:00 საათზე, 238-ე აუდიტორიაში გაიმართება დოქტორანტ რევაზ დიასამიძის სადისერტაციო ნაშრომის „შავი ზღვის კულტივირებადი მიდიების ენერგეტიკული ცვლა, კვება და ზრდა-განვითარების დინამიკა“ საჯარო განხილვა.

26 ნოემბერი 2009 წელი
2009 წლის 26 ნოემბერს N-311 აუდიტორიაში ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული N-470 გრანტის ფარგლებში გაიმართა ერთობლივი სემინარი თემაზე - “თანამედროვე ხედვა ტრანსფუზიოლოგიაში”. შეხვედრის ორგანიზატორები: შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველო. სემინარში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, სისხლის გადასხმის სადგურის და ქალაქის კლინიკური საავადმყოფოების ექიმ-ლაბორანტები.

გრანტის ძირითადი შემსრულებლების (ასოც. პროფ. ლ. ახვლედიანი და ასისტ. პროფ. მ. ნაგერვაძე) მიერ წარმოდგენილმა მოხსენებებმა მსმენელთა დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია. მონაწილეებმა აღნიშნეს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა პრაქტიკოსი ექიმებისათვის.

    

25 ნოემბერი 2009 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალიზირებულ სადისერტაციო საბჭოზე მიმდინარე წლის 28 ნოემბერს 12:00 საათზე, 238-ე აუდიტორიაში გაიმართება დოქტორანტ გია ბოლქვაძის სადისერტაციო ნაშრომის „მარადმწვანე მაღალდეკორატიულ მცენარეთა ბიოეკოლოგიური თავისებურებანი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“ საჯარო განხილვა.

25 ნოემბერი 2009 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალიზირებულ სადისერტაციო საბჭოზე მიმდინარე წლის 5 დეკემბერს 12:00 საათზე, 238-ე აუდიტორიაში გაიმართება დოქტორანტ თამარ ონიანის სადისერტაციო ნაშრომის „სპილენძის შემცველი კომბინირებული ფუნგიციდის კურზატ-R-ის ორგანიზმზე მოქმედების ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა“ საჯარო განხილვა.



შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007

  გვერდი დამზადებულია ელდარ მსხალაძის მიერ